ახალი ამბები
"კვალიფიციური გიდები ტურიზმის განვითარებისთვის" - სამუშაო შეხვედრა ბორჯომში
,,კვალიფიციური გიდები - ტურიზმის განვითარებისათვის“, პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს ბორჯომში. საკითხზე იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობის და ტურიზმის სფეროში ჩართულმა წარმომადგენლებმა. როგორ შეიძლება გიდების მომსახურების და სერვისის გაუმჯობესება, ასევე მასთან დაკავშირებული გამოწვევების შემცირება - ამ თემაზე მოხდა რეკომენდაციების შემუშავება, რაზეც სამომავლოდ ერთობლივად დაიწყება მუშაობა. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი” , „ქალთა და ბავშვთა უფლებებისათვის თანადგომასთან“ პარტნიორობით, „ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI“ - ის მხარდაჭერით.
Print