დღეს გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთი შეირჩევა
დღეს, 7 თებერვალს, საპროკურორო საბჭო კენჭისყრის მეშვეობით,
გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთს შეარჩევს, შერჩეულ
კანდიდატს კი დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.
შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის
შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია,
რომელთა შორისაც ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეა.
პროკურორობის კიდევ სამი კანდიდატია - სოფიო შენგელია, ვალერიან
ვაჭარაძე და დარიკო თორდია.
ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს
გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან
ინდივიდუალური გასაუბრება 5 თებერვალს დაასრულა.