ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავეს
მსოფლიო მედიის ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი
კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავეს, რომლის ცდები ცხოველებზე მომავალ
კვირას დაიწყება.
ლონდონის იმპერიული კოლეჯის ლორწოვანი ინფექციების და იმუნიტეტის
დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ რობინ შათოქის თქმით, მათ
იმედი აქვთ, რომ ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე ზაფხულში
დაიწყება.
„თუ ვირუსი პანდემია გახდება და მთელს მსოფლიოს მოედება, ეს ძალიან
გვიან არ იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ამ ეპიდემიის
შესახებ. თუ ის ინფლუენზას მსგავსია, შესაძლოა, მან ზაფხულშიც ბევრი
ადამიანი მოკლას“, - განაცხადა პროფესორმა „სქაი ნიუსთან“
ინტერვიუში.
ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით 560-ზე მეტი
ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო დაავადებულთა ლაბორატორიულად
დადასტურებული რიცხვი 28 000-ს აღემატება.