ახალი ამბები
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია ბაკურიანში შეხვედრას მართავს
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 წელს, შესაძლოა საქართველოში ჩატარდეს. ზამთრის სპორტულ სახეობებში ოლიმპიადისთვის ბორჯომში, მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად ბაკურიანი დასახელდა. სწორედ ამ მიზნით, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია ვიზიტით ამჟამად ბაკურიანში იმყოფება. ისინი, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია, ბაკურიანში არსებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე დაათვალიერებს და შეაფასებს. ისინი, მდგომარეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით შეისწავლიან და შემდგომ გადაწყდება, სად გაიმართება 2025 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. 

ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრება შეხვედრას და თემის დეტალებს, ტელეკომპანია "ბორჯომი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print