ახალი ამბები
ლაგოდეხში ადგილობრივებმა შველი ტყეში დააბრუნეს
ლაგოდეხის საავადმყოფოს ეზოში ქალაქის მაცხოვრებლებმა, ახალგაზრდა მამრი შველი შენიშნეს, რომელიც ეზოდან გასასვლელს ვერ პოულობდა და ლითონის ღობეს ეჯახებოდა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ინფორმაცია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს მიაწოდა. საერთო ძალებით მოხდა შველის დახმარება, რომელიც მოგვიანებით რეინჯერებმა ტყეში დააბრუნეს.

Print