ახალი ამბები
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა. პარკმა 2019 წელს დაახლოებით 65 000 სტუმარს უმასპინძლა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით მეტია. მათგან 36% უცხოელი, 64% კი ქართველი ვიზიტორი იყო. ლიდერობდნენ გერმანია, ისრაელი, პოლონეთი და რუსეთი.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვრის თვეში პარკმა უკვე ათასზე მეტ ტურისტს უმასპინძლა. პარკის დალაშქვრა ვიზიტორებს სხვადასხვა ტურის საშუალებით შეუძლიათ.


Print