ახალი ამბები
დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრეს, ხობის საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ  პაციენტს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.

სოფლის რწმუნებულის, მარინე ლაგვილავას ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მუცლის არეში ჭრილობა მასთან სახლში სტუმრად მყოფმა ნათესავმა მიაყენა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 - 108 პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


წყარო: ინტერპრესნიუსი
Print