ახალი ამბები
ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა
ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზა, მეორე დღეა ჩაკეტილია. მერის მოადგილის თქმით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ცოტა ხნის წინ გაიხსნა სოფლები ეშტია, კატნატუ, პატარა ხანჩალის გზები. ამ ეტაპზე წმენდენ სპასოვკა, ორლოვკა, სათხას მიმართულებით საავტომობილო გზას.

ჯერ კიდევ რჩება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების პრობლემა. ზოგიერთ სოფლამდე მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებითაა შესაძლებებლი.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მოიხსნა ფარავნის უღელტეხილზე დწესებული შეზღუდვები. ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.



წყარო: prime time
Print