ახალი ამბები
რეკომენდაცია გაზის აბონენტებს
გასული წლიდან დღემდე, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მიზეზით ბორჯომის სამედიცინო ცენტრს 50-მდე პაციენტმა მიმართა. გაზის გაჟონვა ზამთარში, ძირითადად გამათბობლების და წყლის გამაცხელებლების საშუალებით ხდება. სოკარ-ჯორჯია გაზის ბორჯომის სერვის ცენტრის მენეჯერი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და გაზზე მომუშავე დანადგარების მოხმარების დროს რჩევებს აძლევს. მამუკა ბარბაქაძის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, მათი სამსახურის მიერ ყოველწლიურად ხდება დამონტაჟებული დანადგარების ადგილზე გაკონტროლება. ბორჯომის სერვის ცენტრს შემოწმების მიზნით უკავშირდებიან აბონენტებიც. შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15300-მდე აბონენტია რეგისტრირებული.
Print