ახალი ამბები
საკალათბუთო სუპერლიგის გამარჯვებული ადგილობრივი გუნდი გახდა
საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქცია წელს ხაშურში ახალ სპორტკომპლექსში გაიმართა. მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი მოთამაშეებისგან და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდნენ. მატჩი ადგილობრივებმა 128-ით 115 მოიგეს
AL STAR 2020 წლისთვის სასტარტო ხუთეულები კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, ხოლო სათადარიგოები და საკუთარი ასისტენტები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს. ტრადიციისამებრ, ვარსკვლავების მატჩთან ერთად გაიმართა კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში).

Print