ახალი ამბები
საქართველოს სამოქმედო გეგმა კორონავირუსის პრევენციისთვის
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
გეგმის მიხედვით გაწერილ ღონისძიებებში კომპეტენციის ფარგლებში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები. უწყებათაშორის კოორდინაციას ჯანდაცვის სამინისტრო გაუწევს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა:

საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რესურსების გამოყოფა სათანადო ასიგნებებიდან, მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.


შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა:

საგანგებო მდგომარეობის დროს, ყველა აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიებების კოორდინირება და სამედიცინო დაწესებულებების დაცვა.
პაციენტთა ტრანსპორტირებისას, სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის მოძრაობაში დახმარება.
სახელმწიფო წესრიგის და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოების დაცვა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა:

კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრებსითვის შემოსვლისას „სამახსოვროს“ დარიგება და სხვა.


სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს :

ჩინეთის სახლახო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის დროებით აკრძალვას.


საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა:

საელჩოების ინფორმირება მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის და საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
საქართველო მთავრობის ინფორმირება კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის დადგენის შემთხვევების შესახებ.


ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 6000-ს აღწევს.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
Print