ახალი ამბები
ბაკურიანში, წაღვერსა და მზეთამზეში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი აგრძელებს პროექტების განხორციელებას. საკურორტო ზონებში ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება, რაზეც ჯამში მილიონ 200 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული საკითხი გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე განიხილეს, რასაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. მერის მოადგილის ბუბა ბერიძის განცხადებით, სამუშაოები დამატებითი თანხების მოზიდვის და კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.
Print