ახალი ამბები
ბორჯომის მერიის წარმომადგენლები სადგერის მოსახლეობას ხვდებიან
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. სადგერში პირველი შეხვედრა იმართება. ამ წუთებში ბორჯომის მერიის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან და თემში არსებული მთავარი პრობლემების გამოვლენას ცდილობენ.

სადგერის შემდეგ, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა ტბის, ცემის და ლიბანის მოსახლეობასთანაც.

სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გადასაწყვეტად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს ბორჯომისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 456 000 ლარია გამოყოფილი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი ეს თანხა გაორმაგდება და ჯამში 912 000 ლარი დაიხარჯება.
შეხვედრები მოსახლეობასთან 5 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.


2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა .
სამცხე-ჯავახეთში 309 , ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის 32 სოფელში 34 პროექტი განხორციელდა.

Print