ახალი ამბები
ქვიშხეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ ქვიშხეთთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მათ შორის სამი მცირეწლოვანია.
გავრცლებული ინფორმაციით სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპნენ.ქალი თბილისშია გადაყვანილი,მისი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

Print