ახალი ამბები
თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრას 29 ადამიანი ემსხვერპლა. არ არის გამორიცხული, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს
. თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციებში მიწისძვრას 29 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 1466 ადამიანი,
ნანგრევებიდან 43 ადამიანი ამოიყვანეს. დანგრეულია 30 შენობა, 81 კი დაზიანდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტო (AFAD) -ს ინფორმაციით 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ სივრიჯეს მახლობლად (ელაზიღის პროვინცია) პარასკევს ადგილობრივი დროით 20:55 საათზე მოხდა. სეისმოლოგებმა 2,7-დან 5,4-მდე მაგნიტუდის 35 მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თურქეთის აღმოსავლეთის 12 პროვინციაში, ასევე სირიის ჩრდილოეთში. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს მონაცემებით, სტიქიური უბედურების ზონაში 28 პროვინციიდან 493 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

Print