ახალი ამბები
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არინ

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები ამ დროის მონაცემებით არ არიან, აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში


მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 1015-ს აღწევს მიწისქვეშა ბიძგებმა მსხვერპლი ორ რეგიონში, ელიაზიღსა და მალათაიში გამოიწვია. ელიაზიღში 16 ადამიანია გარდაცვლილი, 637 დაშავდა. ხოლო მალათიაში 4 ადამიანი გარდაიცვალა და 226 დაშავდა
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები აღმოსავლეთ თურქეთში, 24 დეკემბერს ქალაქ სივრიჯის მახლობლად ადგილობრივი დროით 20:55 საათზე დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა.


 

Print