ახალი ამბები
ჩინეთში კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთი ექიმია, რომელიც დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდა.


გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 1300-ს მიაღწია, აქედან 1287-მდე შემთხვევა ჩინეთში დადასტურდა.
ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრალიაში. სამი პაციენტის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მალაიზიაც.
ევროპაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განცხადება გააკეთა საფრანგეთის ხელისუფლებამ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით კი, ამჟამად 63 პაციენტს იკვლევენ, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ.
დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

 

Print