ახალი ამბები
თურქეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი ბოლო მონაცემებით 651-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო ავრცელებს.
დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, სტიქიის ზონაში  ნანგრევებში დარჩენილ ადამინებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები აღმოსავლეთ თურქეთში, ადგილობრივი დროით პარასკევს, 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად  დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 6.8 მაგნიტუდა შეადგინა. 
სხვადასხვა რეგიონში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 18-ს , ხოლო დაშავებულთა რიცხვი 651-ს აღწევს.

Print