ახალი ამბები
დიდთოვლობა ბორჯომში და შეფერხებები გზებზე
დიდთოვლობის გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში საზოგადოებრივ ტრანსპორტს დღეს გადაადგილება გაუჭირდა. მერის მოადგილის თქმით, პრობლემა მალევე მოგვარდა. ქალაქის და სოფლების ცენტრალურ გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. ამ დროისთვის მარილი დაყრილი არ არის ტროტუარებსა და ჩიხებში. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ბორჯომი ზამთრის სეზონისთვის მზად არის. რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, ბორჯომის ავტოსადგურში გვითხრეს, რომ ყველა სამარშუტო ტაქსი დღეს შეუფერხებლად მოძრაობს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.
Print