ახალი ამბები
481 დაღუპული და 7921 დაშავებული-ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა 2019 წელს
საქართველოში 2019 წლის 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულოთა რაოდენობა კი 12 %-ით შემცირდა.

რაც შეეხება წინა წლებს:

2018 წელს 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9047

2017 წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 517 ადამიანი და დაშავდა 8461

2016 წელს მოხდა 6939 ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაიცვალა 581 და დაშავდა 9951 ადამიანი

2015 წელს საქართველოში 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 602 ადამიანი და დაშავდა 9187




რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ესენია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.




Print