ახალი ამბები
ბორჯომში დევნილ ოჯახს სამინისტრო ბინას შეუძენს
დევნილთა სამინისტრო „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 401 ოჯახს ბინას შეუძენს, აქედან ერთი ოჯახი ბორჯომიდან არის.

„ხუთსულიანი ოჯახი 3 თვის განმავლობაში, 26 000 ლარის ფარგლებში ჯერ საცხოვრებელს შეარჩევს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, შემდგომ მოხდება ექსპერტიზის მიერ შესწავლა და შეფასება მდგომარეობის, თუ რამდენად ვარგისია ბინა საცხოვრებლად. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამინისტრო აღნიშნულ ოჯახს ბინას შეუძენს“ - განაცხადეს ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას, დევნილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათი ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 401 ოჯახი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა. ძირითადი მახასიათებლები იყო გაჭირვება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შშმ პირები, წევრთა რაოდენობა და სხვა. სამინისტროში, ტელეკომპანია „ბორჯომს“ განუცხადეს, რომ შერჩეული ოჯახებისთვის თანხის ოდენობა სულადობის მიხედვით განისაზღვრა.

Print