ახალი ამბები
დვირში სასმელი წყალი გაიყინა
მეოთხე დღეა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში,  სოფელი დვირი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. წყლის ცენტრალური მაგისტრალი გაიყინა და 300 კომლიანი სოფელი უწყლოდ დატოვა.

სასმელი წყლის 9 კილომეტრიან გაყინულ მილს  სხვადასხვა საშუალებებით ალღობენ. მერის წარმომადგენელი დვირის თემში,  ლაშა კევლიშვილი  ვარაუდობს,  რომ დღის ბოლომდე მილის გალღობას შეძლებენ და სოფელს წყლის მიწოდება აღუდგება.



Print