ახალი ამბები
გზის გარკვეულ მონაკვეთებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
ინტენსიური თოვის გამო ზგის გარკვეულ მონაკვეთებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე. ამ ეტაპზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Print