ახალი ამბები
ბორჯომში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

ბორჯომში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ტენდერი, სამუშაოების შესასრულებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 616 841 ლარს შეადგენს.
სამუსიკო სკოლაში, შემდეგი სამუშაოების ჩატარებაა განსაზღვრული:
• დემონტაჟის სამუშაოები
• საერთო სამშენებლო სამუშაოები
• შენობის შიდა ელ. მონტაჯის სამუშაოები
• შენობის შიდა წყალ-კანალიზაციის მონტაჟი
• შენობის შიდა გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირების სამუშაოები
• სახანძრო სიგნალიზაციის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის მონტაჟი
• საქვბის შიდა დანადგარების, მოწყობილობებისა და ელექტრო სისტემის მონტაჟი

 

Print