ახალი ამბები
გიდების მომსახურება და გამოწვევები - განხილვა ბორჯომში
გიდების მომსახურებასთან, გამოწვევებსა და პერსპექტივებთან დაკავშირებით, ბორჯომში მორიგი შეხვედრა გაიმართა. დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში მოეწყო და მასში ჩაერთვნენ სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები. იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება არსებული რეალობის შეცვლა. კვლევის პრეზენტაცია პროექტის ,,კვალიფიციური გიდები - ტურიზმის განვითარებისათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი” , „ქალთა და ბავშვთა უფლებებისათვის თანადგომასთან“ პარტნიორობით, „ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI“ - ის მხარდაჭერით.
Print