ახალი ამბები
"არ ხართ ჩემი ომბუდსმენი" - წულუკიანი ლომჯარიას მიმართავს

„ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი“, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.


სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს უპასუხა:

„სახალხო დამცველის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვან გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც. შესაბამისად, ჩემი ვალია ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა. ამიტომ ვერ ვხვდები, კონკრეტულად რას გულისხმობენ, თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ყველას უფლებას დაიცავს. თუმცა, მე ვერ მოვისმინე კონკრეტული მაგალითები, რა შემთხვევებზე აქვს საუბარი იუსტიციის მინისტრს“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

Print