ახალი ამბები
ბოლო ერთ კვირაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო ერთ კვირაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, წინა კვირასთან შედარებით ჰოსპიტალიზაცია 5%-ითაა გაზრდილი,

განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობისა და კორონა ვირუსის შესახებ გამართულ ბრიფინგზე.

„გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გვაქვს 216. წინა კვირაში გვქონდა - 219. წინა კვირისგან განსხვავებით დაახლოებით 5%-იანი მატება გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის.
ჰოსპიტალიზაცია მძიმე რესპირატორული ინფექციებით, რაც ალბათ ბავშვთა კონტინგენტის ხარჯზეა“
-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

Print