„ესენი არიან ცხვრები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ თუ ქოფაკი არა, თხა მაინც“-გედევან ფოფხაძე
ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად შესაძლო დაბრუნებას გედევან
ფოფხაძე გამოეხმაურა.
„დაველოდოთ პოლიტიკურ მოვლენებს. მოტივაცია იქნება
განმსაზღვრელი იმიტომ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი ვა ბანკზე წავა,
შეიძლება საფრანგეთის მოქალაქეობაზეც კი თქვას უარი. ამ სიტუაციაში
ისიც ხომ ატყობს, გუნდი, რომლის ამარაც დარჩა, ეს გუნდი არ არის,
ესენი არიან ცხვრები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ თუ ქოფაკი არა,
თხა მაინც. შესაბამისად, რაღაც დონეზე აუცილებელია ორგანიზებულობის
მიცემა ამ ყველაფრისთვის არჩევნების წინ მაინც. პირდაპირ გეტყვით, ეს
ყველაფერი არის მათი ინტერესი და არა ქართველი ხალხის ინტერესი.
ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესია „ქართული ოცნება"
ხელისუფლებიდან წავიდეს. როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ეს არის
ხალხთან შეთანხმების საგანი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში,
ალბათ, ეს ქართველი ხალხისთვის ცალსახაა, ეს არის მიშა სააკაშვილი და
ბიძინა ივანიშვილი. ეს ორი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში,"-
განაცხადა ფოფხაძემ.