ახალი ამბები
ბაკურიანში შიდა ტრანსპორტი იმოძრავებს
წელს პირველად დაბა ბაკურიანში შიდა ტანსპორტი დაინიშნა. ავტობუსები წრიული მარშრუტით მოძრაობენ და ყველა ტურისტულ ლოკაციაზე კოხტას, დიდველის და ე.წ. 25 მეტრიან საბაგიროებთან ჩერდება. გასვლა ბაკურიანის შესასვლელიდან დილის 09:30 სთ-ზეა და ორივე მიმართულებით ყოველი 15 წუთის ინტერვალით საღამოს 20:00 სთ-მდე გრძელდება.
ავტობუსით მგზავრობა ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტს 10 ავტობუსი თბილისის მერიის დახმარებით ბაკურიანში მიმდინარე ზამთრის ტურისტული სეზონისთვის გადაეცა.

Print