ახალი ამბები
აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დანიშნა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დანიშნა.

კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დრომდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველი და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს, რომლის განმავლობაშიც ის მუშაობდა, როგორც ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში, ისე თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ამასთან, დეგნანი ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელიც იყო.

დეგნანი საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი სახელმწიფო მდივნის თანაშემწედაც მუშაობდა პოლიტიკურ საკითხებში.
Print