Error
ახალი ამბები
ბაკურიანში ანრი ოხანაშვილს თავს დაესხნენ
ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პარლამენტის წევრი, ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა. ერთ-ერთმა პირმა მას მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია ინციდენტში მონაწილე პირი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.
Print