ახალი ამბები
როდის განახლდება სწავლა ბორჯომის ბაღებსა და სკოლებში?
ბორჯომის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლა ხვალიდან, 15 იანვრიდან განახლდება. საახალწლო არდადეგების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით, ზოგიერთ ქალაქში სწავლა, სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელების გამო 20 იანვრამდე გადაიდო. თუმცა, ბორჯომის 11 საბავშო ბაღსა და 20 სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 900 სკოლამდელი აღსაზრდელი და 3550 მოსწავლე ირიცხება.
Print