ახალი ამბები
დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
დღეს 14 იანვარს, სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ეს თარიღი პირველად 2012 წლის 14 იანვარს იზეიმეს.

საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა, სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.

ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. იგი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.
Print