ახალი ამბები
დღეს და ხვალ ითოვებს
9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი,-ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
Print