ახალი ამბები
ვვარაუდობთ, რომ მალე შევძლებთ ბაკურიანის სასტუმროებში წყლის მიწოდების აღდგენას - გრიგოლ მანდარია
ვვარაუდობთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მალე შევძლებთ ბაკურიანის პრობლემურ სასტუმროებში წყლის მიწოდების აღდგენას, - ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა გრიგოლ მანდარიამ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბაკურიანში რამდენიმე სასტუმროსთვის წყლის მიწოდების პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მთელ ღამე მიმდინარეობდა.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ვვარაუდობთ, რომ მალე შევძლებთ რეზერვუარში სრული დატვირთვით წყლის დამატებითი მარაგის მიღებასა და ბაკურიანის პრობლემური ადგილების წყლით უზრუნველყოფას. ამ დროისთვის დამატებითი დებიტი მოძიებულია, მიყვანილია რეზერვუარამდე და მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. თუ, მაგისტრალზე რაიმე დაზიანება არ მოხდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ გვაქვს”, -აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი გროგოლ მანდარია.

მისივე განცხადებით, ბაკურიანის 85%-ს წყალი სტაბილურად მიეწოდება, პრობლემა აქვს სამ მსხვილ ობიექტს - „მგზავრების პანორამა“, “რუმსს” და “მგზავრების” რამდენიმე კურპუსს.

მისივე თქმით, მაქსიმუმი კეთდება იმისათვის, რომ დღეიდან წყალმომარაგება აღნიშნულ სასტუმროებს სრულად აღუდგეს.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
Print