ახალი ამბები
რამ გამოიწვია წყლის მიწოდების პრობლემები მთის კურორტებზე
კლიმატური გამოწვევები, ნალექის ნაკლებობა და წყლის საბადოების გაქრობა, ასეთი პრობლემები წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რითაც ზამთრის კურორტებზე არსებულ პრობლემას გამოეხმაურა. მისი თქმით, კლიმატური გამოწვევები, ნალექის ნაკლებობა და წყლის საბადოების გაქრობა მთლიანად ქვეყანაში შეინიშნება და ამ პრობლემებმა ყველაზე მეტად პიკური დატვირთვის პირობებში იჩინა თავი, როდესაც გუდაურში წყლის მიწოდება 37-38 ლიტრი წამიდან 26-ზე ჩამოვიდა.

“24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და ფაქტობრივად, მოვრჩით იმ სამუშაოებს, რომელიც უკავშირდება ახალი არხის მიწოდებას. მდინარე დებედადან გადასროლილი ალტერნატიული რესურსი იმ დონეს შეინარჩუნებს, რაც საკმარისი იქნება გუდაურისთვის. ასეთი პრობლემა წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა და მთავარი გამოწვევა კვლავ და კვლავ არის გვალვები და ნალექის ნაკლებობა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კოორდინირებულად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება და რიგ შემთხვევაში, წყალმზიდებით ხდებოდა მიწოდება,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, გუდაურის მასშტაბით პრობლემა დაფიქსირდა მხოლოდ „რედკოს“ დასახლებაში, სადაც 5 კორპუსს 150 ტონის მოცულობის ავზები აქვს და ამ ავზების შევსება ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.

„დღესაც 70 ტონა წყალია მიწოდებული და კიდევ 18 ტონა გზაშია. ამავდროულად, დღეს დასრულებული სამუშაოების კვალდაკვალ მივყვებით ქსელს, საიდანაც მოხდება ჰაერის გამოდევნა, რამაც ავარია გამოიწვია, მანამდე კიდევ ერთი ავარია დაფიქსირა. ფაქტობრივად, ორივე გამოსწორებულია და მოლოდინი გვაქვს, რომ სისტემა უკვე გამართულად იმუშავებს და „რედკოს“ დასახლებას სტაბილური წყალმომარაგება ექნება,“ - განაცხადა ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების პარალელურად სრული სურათის მონიტორინგი მიმდინარეობს და შესაბამისად, რეაგირება მყისიერად ხდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები,
როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში.
14:00 / 30.11.2024
ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში.
იუსტიციის სახლის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და
13:13 / 30.11.2024
იუსტიციის სახლის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. განცხადებას, რომელსაც ამ დროისთვის ხელს აწერს იუსტიციის სახლის 500-ზემეტი თანამშრომელი
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - მტკივნეული და ემოციურია იმ
ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია!
12:42 / 30.11.2024
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია!
ახალციხეში,
შოთა რუსთაველის ძეგლთან, გუშინ ღამით აქციის დაშლისას დაშავებული
ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია
მიმდინარეობს.
18:41 / 29.11.2024
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, გუშინ ღამით აქციის დაშლისას დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი
თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც
16:57 / 29.11.2024
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.