ახალი ამბები
რას აპროტესტებენ სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" თანამშრომლები?
დღეს, 6 იანვარს, სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" თანამშრომლები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეები მძიმე სამუშაო პირობებს  აპროტესტებენ.

სასტუმროს ეზოში შეკრებილ აქციის მონაწილეებს, გენერალური მენეჯერი შეხვდა და განხილვა სასტუმროს შენობაში გაგრძელდა.

ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი სასტუმროს ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ჩვენი ჟურნალისტი ადგილზე რჩება. განახლებულ ინფორმაციას თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდზე: www.borjomi.tv
Print