ახალი ამბები
ზამთრის კურორტზე წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს
"როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის კურორტებზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს საცობები და მყარი ნარჩენების მართვა. იმ მიზნით, რომ ზამთრის სეზონზე კურორტებზე გადატვირთული მოძრაობა, დასუფთავების და სხვა საკითხები მაქსიმალურად გაუმჯობესდეს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მოხდა გამოწვევების იდენტიფიცირება და შემუშავდა მათი გადაჭრის გზები. მათ შორისაა როგორც სადისტრიბუციო, ასევე დასუფთავების მანქანების ოპერირების დროის მართვა.
დაბა ბაკურიანში სხვადასხვა სავაჭრო, კვების ობიექტებისა და სასტუმროებისთვის სადისტრიბუციო ავტომობილებით მომარაგება მოხდება შემდეგი გრაფიკით:

დაბა ბაკურიანი
ორშაბათ-ხუთშაბათი: მოძრაობა თავისუფალია (არ ვრცელდება საათობრივი შეზღუდვა მოძრაობაზე)
პარასკევი: 14:00-საათამდე მოძრაობა თავისუფალია-სადისტრიბუციო ავტომობილებს შეუძლიათ მოამარაგონ სხვადასხვა ობიექტები.
პარასკევი-შაბათი-კვირა: მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ ღამის საათებში (23:00 საათიდან - 08:00 საათამდე)

დროებითი შეზღუდვა ამოქმედდება 2020 წლის 01 იანვრიდან მარტის ბოლომდე.

რაც შეეხება მყარი ნარჩენების გატანის საკითხს, იმ მიზნით, რომ კურორტებზე შენარჩუნდეს სუფთა გარემო, არ წარმოიშვას ხელოვნური საცობი, მყარი ნარჩენების გატანა განხორციელდება ყოველდღე, საღამოს 21:00 დან დილის 09:00-მდე.
სამთო კურორტებზე გაზრდილი ტურისტული ნაკადების ფონზე უმნიშვნელოვანესია, რომ სხვადასხვა დაწესებულებებმა (საოჯახო და მსხვილმა სასტუმროებმა,მაღაზიებმა, კვების ობიექტებმა და ა.შ) გამოიჩინონ გულისხმიერება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა მოხდეს ამ პერიოდში - საღამოს 21:00 დან დილის 09:00-მდე.
ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მიმდინარე ზამთრის სეზონი ქვეყნის კურორტებზე წარმატებით ჩაივლის. ჩვენს საერთო მიზანს წარმოადგენს ოთხივე ზამთრის კურორტზე იყოს გამორჩეულად წარმატებული სეზონი, რათა მაღალი ხარისხით, მაღალი მომსახურების დონით და გამართული ინფრასტრუქტურით შევხვდეთ როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ დამსვენებლებს" - ნათქვამია ბორჯომის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით
Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა.
10:34 / 28.11.2024
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.