ახალი ამბები
ტელეკომპანია „ბორჯომის“ მასალა კონკურსის გამარჯვებულია
ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტის ნინო ვართაპეტიანის მულტიმედია მასალა „რატომ არის მნიშვნელოვანი ოჯახის დაგეგმვა?“ კონკურსის გამარჯვებული გახდა. კონკურსის მიზანი, ოჯახის დაგეგმვის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა იყო.

„საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის თანადგომა“-ს კონკურსში, აღნიშნულმა ნამუშევარმა მეორე ადგილი დაიკავა. სულ გამოვლინდა 7 გამარჯვებული ჟურნალისტი, 2 სხვადასხვა კატეგორიის (1. სატელევიზიო გადაცემა ან სიუჟეტი; 2. ბეჭდური ან ელექტრონული მედია) მიხედვით. საუკეთესო ნამუშევრები ჟიურიმ შეარჩია. გამარჯვებული ავტორები თბილისში დაჯილდოვდნენ. ღონისძიება გაიმართა შვედური ორგანიზაციის RFSU მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში.

გამარჯვებული ჟურნალისტები არიან:
მაკა ცხვედიანი - ტელეკომპანია „იმედი“
თინათინ ზვიადაძე - ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“
ნინო ვართაპეტიანი - ტელეკომპანია „ბორჯომი“
ოლიკო ცისკარიშვილი - „ეკოფაქტი“
რუსუდან ოქრუაშვილი - „გურიანიუსი“
ირმა ხარშილაძე - kvirispalitra.ge
ანა არუთუნიანი - სომხურენოვანი ტელევიზია

Print