ახალი ამბები
,,კვალიფიციური გიდები ტურიზმის განვითარებისათვის“ - კვლევის შედეგების განხილვა ბორჯომში
გიდების მომსახურებასთან, გამოწვევებსა და პერსპექტივებთან დაკავშირებით, ბორჯომში ჩატარებული კვლევის შედეგების საჯარო განხილვა მოეწყო. პირველ დღეს, შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანები. მეორე დღეს კი საკითხის განხილვა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაგრძელდა უკვე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება არსებული რეალობის შეცვლა. კვლევის პრეზენტაცია პროექტის ,,კვალიფიციური გიდები - ტურიზმის განვითარებისათვის“ ფარგლებში გაიმართა.
Print