ახალი ამბები
"ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია" - საინფორმაციო შეხვედრა ბორჯომში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის "ქალთა ოთახის" ორგანიზებით ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე, ბორჯომის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა სალომე ლელაძემ და მარიამ გობეჯიშვილმა პრეზენტაციები წარადგინეს,თუ რას ნიშნავს ოჯახში ძალადობა და როგორ უნდა მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია. შეხვედრას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი გოგა ხატიაშვილი,ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე,დეპუტატები,ფსიქოლოგი,არასამთავრობო სექტორისა წარმომადგენლები  და ბორჯომის საგანმანათლებკლო რესურსცენტრის უფროსი ესწრებოდნენ.


ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე მომზადებული პრეზენტაციების დასრულების შემდეგ,შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.გოგა ხატიაშვილმა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენციის მიზნით, განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასეთ ფაქტებზე ხარისხიანი გამოძიების უზრუნველყოფის მექანიზმებსა და ამ მიმართულებით, სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება. კამპანია მიზნად ისახავს 16 დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას


Print