ახალი ამბები
ოცნებამ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს,  ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.


88 მომხრე, 1 წინააღმდეგი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.

ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სასამართლომ 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე განაჩენი გამოაცხადა. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

 

Print