ახალი ამბები
საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი ამოქმედდება
2020 წლის 1-ელი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება.

გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას.

„სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1 იანვრიდან ამ ტიპის საოჯახო სასტუმრებს მოხმარებული წყლის საფასური ერთ-ერთი შემდეგი წესით დაერიცხება:

ერთ შემთხვევაში საოჯახო სასტუმრო ისარგებლებს ერთი აღრიცხვის სისტემით - თუ საოჯახო სასტუმრო ერთი თვის განმავლობაში 25მ3-ზე ნაკლებ წყალს მოიხმარს, წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოხმარება 25მ3-ზე მეტი იქნება, მხოლოდ გადაჭარბებულ ოდენობაზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. მაგალითად აბონენტმა (საოჯახო სასტუმრომ) მოიხმარა პირობითად 30მ3 წყალი, 25მ3-ზე გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. ხოლო 5მ3-ზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

მეორე შემთხვევაში ობიექტზე წყლის მოხმარება აღირიცხება ორი მრიცხველით - ბინის იმ ნაწილზე, სადაც თავად ცხოვრობს მფლობელი წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო იმ ნაწილზე სადაც ხორციელდება ტურისტების მიღება და მომსახურება, წყლის საფასურს გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6711 ლარი გახდა.
16:08 / 19.04.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა.
2024 წლია იანვარ-მარტში
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა,
ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.
12:07 / 19.04.2024
2024 წლია იანვარ-მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე
12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6699 ლარად ივაჭრება.
11:39 / 18.04.2024
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6699 ლარად ივაჭრება.
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ
ორგანიზა­ცი­­ის,
14:57 / 15.04.2024
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ ორგანიზა­ცი­­ის,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.