ახალი ამბები
ვის გაეზრდება პენსია 2020 წლიდან?
პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან -300 ლარს.
ინფრასტრუქტურის სამინისტორს ცნობით, მთის კანონის ამოქმედებიდან დღემდე (2016-2019) მთის ფონდიდან 86 მილიონი ლარი გამოიყო, თანხის დიდი ნაწილი კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 24 სოფელს და 2 დაბას აქვს.

ცნობისთვის, მთის სტატუსით 1 731 დასახლება სარგებლობს, იქ მუდმივად მცხოვრები კი 246 012 ადამიანია.
Print