ახალი ამბები
ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ, – ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტებისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივნისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო.

2020 წლის თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანში ოფიციალური ვიზიტით ფესტივალი-2025-ის შემფასებელი კომისიის წევრები ჩამოვლენ.

სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC -ს 2020 წლის 31 ივლისამდე უნდა წარუდგინოს.
Print