ქვაბისხევში 8 ოჯახს ენერგოეფექტური ღუმელები და წყლის გამაცხელებლები გადასცეს
13:39 / 11.12.2019
სოფელ ქვაბისხევში მცხოვრებ 8 ოჯახს ენერგოეფექტური შეშის ღუმელები და
მზის ჰელიო სისტემაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები გადაეცა. სოფელში
ბუნებრივი გაზი არ არის.
ადგილობრივებისთვის გათბობის ერთადერთი საშუალება საშეშე მერქნია.
აქაურებს წყლის გათბობა ზაფხულშიც შეშის ღუმელზე უწევთ.
თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით 8 ოჯახი შეშის დაზოგვას
შეძლებს, ნაკლებ ხეს მოჭრის, მზის უფასო ენერგიას მოიხმარს და მეტ
სარგებელს ნახავს.
პროექტს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომი“
ა.ო. სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრთან ახორციელებს. „ქვაბისხევის
ტყეზე მავნე ზეგავლენის შემცირება ენერგოეფექტური საშუალებების
დანერგვით და გარემოსდაცვითი კამპანიების წარმოებით“- ასე ჰქვია
პროექტს, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.