ახალი ამბები
საინფორმაციო შეხვედრა ბორჯომში მედიის წარმომადგენლებთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ორგანიზებით, ორდღიანი შეხვედრა გაიმართა ბორჯომში მედიის წარმომადგენლებისთვის. “მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” - ამ პროექტის შესახებ, ჟურნალისტებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია, 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში, კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას.
Print