ახალი ამბები
„გრანტების გაცემის შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის
კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების მიზნით „გრანტების გაცემის შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის. კანონპროექტი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონის დღეს არსებული რედაქცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ-ის) მიერ კულტურის მიმართულებით გრანტების გამოყოფას არ ითვალისწინებს. ცვლილება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში შედის. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს N364 დადგენილებით, შეიქმნა სსიპ - კულტურის ეროვნული ფონდი, რომელიც ამავე დადგენილების თანახმად, განისაზღვრა გრანტის გამცემად.

„კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქციით, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობას. შესაბამისად, იმისათვის რომ „კულტურის ეროვნულ ფონდს“ მიეცეს შესაძლებლობა, განახორციელოს კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია, კანონში შეტანილი იქნეს წარმოდგენილი ცვლილება,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, პროგრამის „კულტურის ხელშეწყობა“ ფარგლებში გათვალისწინებულია 12.7 მლნ ლარი, რომელიც ემსახურება კულტურის ფარგლებში სხვადასხვა საპროექტო ღონისძიებების დაფინანსებას. კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შემდგომ დაახლოებით წლიურად 6.5 მლნ ლარი განაწილდება ამავე ფონდის ბიუჯეტში, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საგრანტო პროექტების დაფინასება იმავე მიზნობრიობით.
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გუჯარეთის ხეობის 2 სოფლის მოსახლეობა
ელექტროენერგიას პირველად მიიღებს. სოფელ ვარდევანსა და გვერდისუბანში
მცხოვრები შვიდი ოჯახისთვის მზის პანელების მონტაჟი მიმდინარეობს.
15:30 / 06.12.2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გუჯარეთის ხეობის 2 სოფლის მოსახლეობა ელექტროენერგიას პირველად მიიღებს. სოფელ ვარდევანსა და გვერდისუბანში მცხოვრები შვიდი ოჯახისთვის მზის პანელების მონტაჟი მიმდინარეობს.
სასტუმრო „რუმს კოხტა“ ბაკურიანში აცხადებს ვაკანსიას შემდეგ
პოზიციებზე: მიმტანი, ბარმენი, დიასახლისი, მრეცხავი,
მძღოლი.
12:16 / 05.12.2019
სასტუმრო „რუმს კოხტა“ ბაკურიანში აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: მიმტანი, ბარმენი, დიასახლისი, მრეცხავი, მძღოლი.
11:47 / 05.12.2019
"მნიშვნელოვანია, რომ პირობა იყო გაცემული და ჩვენ ველოდებით, რომ ეს დაპირება შესრულდება" - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ჟურნალისტებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განუცხადა.
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს.
ბერი პოლიციამ გუშინ აიყვანა. იქამდე, 2 ნოემბერს, იგივე საქმეზე
შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა.
11:29 / 05.12.2019
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. ბერი პოლიციამ გუშინ აიყვანა. იქამდე, 2 ნოემბერს, იგივე საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა.
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს.
ბერი პოლიციამ გუშინ აიყვანა. იქამდე, 2 ნოემბერს, იგივე საქმეზე
შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა.
11:29 / 05.12.2019
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. ბერი პოლიციამ გუშინ აიყვანა. იქამდე, 2 ნოემბერს, იგივე საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა.
კვირის პოპულარული
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი -2 - 6 °C
img
ახალციხე -4 - 6 °C
img
თბილისი 3 - 9 °C
img
ასპინძა -3 - 6 °C
img
ახალქალაქი -6 - 3 °C
img
გამოკითხვა
უნდა იყოს თუ არა საატესტატო გამოცდები სკოლაში?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2690
GBP
GBP
1
3.8683
TRY
TRY
1
0.5113
USD
USD
1
2.9466
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.