ახალი ამბები
სიახლე ერთიან ეროვნულ გამოცდებში
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში სიახლეები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. როგორც ცენტრში განმარტავენ, უცხო ენების ტესტებში ორი სახის სიახლე იქნება. კერძოდ, მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით.

„აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშებსაც აქვეყნებს, რაც აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ცენტრის ვერ-გვერდზე შეუძლიათ იხილონ.
Print