ახალი ამბები
ვანდალიზმი ახალ სკვერში
ეს წარწერები ბორჯომში ახალ უბანში რობაქიძის ქუჩაზე მდებარე ახალი სკვერიშია გადაღებული. გაურკვეველი სიტყვები სკვერის კედელზე შავი საღებავით არის მიწერილი. სკვერის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დასრულდა, თუმცა კედელი უკვე რეაბილიტაციას საჭიროებს.

შეგახსენებთ, აღნიშნული სკვერი ბორჯომში ერთ-ერთი მასშტაბურია, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოეწყო დასასვენებელი სკამები, ფანჩატური, ბიუვეტი, მინი ატრაქციონები, სავარჯოშოები, ველობილიკი, შემოიღობა ტერიტორია, დამონტაჟდა განათებები.

ასევე იგეგმება სკვერის გამწვანება.







საბოლოოდ სკვერი ასეთ სახეს მიიღებს

Print